02, იანვარი 2020 14:54:00
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქედაში 10 წლის ბავშვი დაიღუპა. TV25.GE-ს ადგილობრივები უყვებიან, რომ მოზარდი ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელი გზის, ქედის მომაკვეთზე მიდიოდა, როდესაც მას ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.