06, იანვარი 2020 20:59:00
მარნეულის მუნიციპალიტეტში, დამწვრობის მიღების შედეგად, 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვს ცხელი წყალი გადაესხა. "ინფო რუსთავის" ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.