07, იანვარი 2020 16:13:00
ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი და სხვენი დაიწვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 ჯგუფი იმყოფებოდა. ცეცხლი ყოფილი ჩაისფაბრიკის საერთო საცხოვრებელის მეორე სართულზე სავარაუდოდ, ელექტრო გაყვანილობიდან გაჩნდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.