14, იანვარი 2020 09:24:00
რუსთავში, იაღლუჯის ფერდობთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 30 წლამდე კაცები ადგილზე გარდაიცვალნენ. „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე მოძრაობისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამოტრიალდა და ბეტონის ძელთან გაჩერდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
წყარო: „ინფო რუსთავი“