14, იანვარი 2020 21:33:00
წინა კვირასთან შედარებით ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობამ „მცირედით მოიმატა, თუმცა ეს საგანგაშო არაა“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. პაატა იმნაძე სასწავლო პროცესის შეწყვეტას არ მიესალმება. „გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. ამ პერიოდში თუ სწავლას შევწყვეტთ, ისედაც პრობლემები გვაქვს ბავშვების განათლებაში და დაგვრჩებიან გაუნათლებლები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რეალური მეცნიერული საფუძველი სწავლის შეწყვეტისა არ არსებობს.“ - განაცხადა იმნაძემ.