14, იანვარი 2020 21:49:00
2020 წლის, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია აღნიშნული, საარჩევნო პროცესის ღონისძიებები ქვეყანას 33 მილიონამდე ლარი დაუჯდება. არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებისთვის მილიონ 61 ათასი ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის. სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი, 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.