14, იანვარი 2020 21:55:00
ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით ილია ჭავაჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, სადღესასწაულო მიღება გაიმართა, რომელსაც რეგიონში მოქმედი თეატრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. თეატრების ღვაწლმოსილი მსახიობები საზეიმოდ დააჯილდოვეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო აფიშების გამოფენა. გაიმართა სპექტაკლ „ხანუმა“-ს ჩვენება.