15, იანვარი 2020 18:04:00
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალ სემესტრს მომზადებულები შეხვდნენ. მაია ხაჯიშვილი დღეს ბათუმის ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლაში მივიდა. მისი განცხადებით, წელს ,დაახლოებით, ათი ათასი ბავშვისთვის თანამედროვე მოთხოვნების სასწავლო გარემოს შექმნა იგეგმება. „2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება დაახლოებით 30 ობიექტი, სადაც სასკოლო გარემო იქნება გაუმჯობესებული“- აღნიშნა მინისტრმა.