16, იანვარი 2020 12:37:00
ალბათ ხშირად ყოფილა როდესაც თავი თქვენ ან ოჯახის წევრს ცუდად გიგრძნიათ, სასწრაფოს გამოძახება გეზარებათ, ფიქრობთ, რომ გაგივლით. რა თქმა უნდა ასე მოქცევა დაუშვებელია, მაგრამ გთავაზობთ ერთ ძალიან კარგ ხერხს, რომლის საშუალებითაც ექიმთან მისვლამდე უკვე ერთი ნაბიჯით წინ იქნებით.
ქალს უმეტესად ორსულობის პირველივე დღიდან უმძაფრდება ყნოსვა და გემოვნება. უვითარდება ზოგიერთი გემოს და სუნის მიმართ შერჩევითი სიძულვილი ან სიყვარული. ზოგჯერ ქალი ქმრის სიახლოვეს ვერ იტანს.
ორსულობის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია აგრეთვე გულისრევის შეგრძნება. ქალი ადვილად იღლება, მოთენთილია, გუნება-განწყობა შეცვლილი აქვს. ხშირად შესაძლებელია ტემპერატურული რეაქციის არსებობაც.
ორსულობის პირველი პერიოდი მეტად საპასუხისმგებლოა, რადგან ამ დროს ხშირია თვითნებური აბორტები. ამიტომ ორსული უნდა მოერიდოს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას, სტრესულ სიტუაციებს. მომავალი დედა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში უნდა ცხოვრობდეს, კარგად ეძინოს, შეუძლია აკეთოს ყოველდღიური მსუბუქი
საქმეები.
როგორც უკვე აღინიშნა, ქალთა უმრავლესობას ორსულობის პირველივე დღიდან ეცვლება ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება, რაც ზოგიერთი საკვების გემოსა თუ სუნის არჩევით სიძულვილსა ან სიყვარულში გამოიხატება.
ორსულობის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია გულისრევის შეგრძნება და ღებინება. ზოგჯერ ღებინება იმდენად ხშირია, რომ ფეხმძიმე ქალის ნორმალურ კვების რეჟიმს არღვევს. ეს ადრეული ტოქსიკოზია. იმის მიხედვით, ქალი დღეში რამდენჯერ აღებინებს, არჩევენ ტოქსიკოზის მსუბუქ (5-6-ჯერ), საშუალო (10-12) და მძიმე (20-30) ფორმებს.