16, იანვარი 2020 17:46:00
ქობულეთში, "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას" ფილიალში თავდასხმა მოხდა. როგორც TV25-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, თავდამსხმელი შენობაში შეიჭრა და დაცვის თანამშრომელი დააბა, რის შემდეგაც მან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხა. კომპანიის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, თუმცა ვახტანგ ბერიშვილის ვერ აკონკრეტებს წაიღო თუ არა თავდამსხმელმა თანხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.