18, იანვარი 2020 17:01:00
აფხაზეთის სოფელ მაჭარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ სატბეი განდიამუთხრა. ამავე ინფორმაციით, ერთმანეთს „გაზელის“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევა გუშინ, გვიან მოხდა.
დაზარალებულები ავტომობილებიდან მაშველების მისვლამდე ამოიყვანეს.
წყარო: primetime.ge