20, იანვარი 2020 14:29:00
ბათუმში, ძაღლი 4 დღეა სავარაუდოდ პატრონს ელოდება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე ზაქარიაძემ დაწერა. მისი თქმით ძაღლი ამდენი დღის განმავლობაში გაუნძრევლად ზის და ადგილიდან არ მიდის. „ეს ცუგა მინიმუმ 4 დღე ზუსტად ამ ადგილას ზის და ვიღაცას ელოდება. ხომ არ გეცნობათ? (ბათუმი, ინასარიძის ქუჩის ახალი გაგრძელება, საბავშვო ბაღის წინ)“ - წერს სალომე ზაქარიაძე.