20, იანვარი 2020 19:59:00
განათლების და კულტურის სამინისტროები კვლავ გაიყოფა. მთავრობაში ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღწეულია. პროცესი თებერვალში დაიწყება. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, კულტურის სამინისტრო თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს. ქანთარიას განცხადებით, კულტურის სფეროსთვის ბიუჯეტი ცალკე მუხლად არის გამოყოფილი და ეს პრობლემას არ შექმნის.საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.