20, იანვარი 2020 20:06:00
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები იქმნება - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან იმართება. მიმდინარე წელს, რამდენიმე სოფელში, კერძოდ, ხულოში-სოფელ დიოკნისში, ქედაში-სოფელ ტიბეთაში და ქობულეთში-მუხაესტატეს მეურნეობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ევროა.