21, იანვარი 2020 10:53:00
შვედეთში ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში ჩატარდა. ლევან აკინის სურათმა გამარჯვება ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“ მოიპოვა. თავად აკინი კი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა.