21, იანვარი 2020 17:35:00
გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების ამბულატორიული შემთხვევები წინა კვირის მაჩვენებლებთან შედარებით შემცირდა. ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც. ამბულატორიული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 390-ს შეადგენს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ დაწესებულების რეჟიმში ყოფნა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.