21, იანვარი 2020 18:14:00
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, 22 იანვარს, ანსამბლ „ხორუმის“ საანგარიშო კონცერტი გაიმართება. მაყურებლის წინაშე გუნდი ორი ახალი ცეკვითა და თავიანთი წარმატებებით წარსდგება. კონცერტი 19 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია. შეგახსენებთ, ანსამბლი 2002 წელს შეიქმნა და არაერთი საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების გამარჯვებულია.