21, იანვარი 2020 21:47:00
საქართველოდან თურქეთში უკანონოდ 5 ათას 550 კუ შეჰყავდათ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა, თურქმა მებაჟეებმა დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში წყლის კუების შეყვანას ცდილობდა. გავრცელებული ინფრომაციით, ისინი ავტომობილის კარებში ჰყავდათ დამალული. ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩანიშნულია.