22, იანვარი 2020 20:56:00
ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს რეგიონში 28 ოჯახს აუნაზღაურებენ. შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე დღეს, მუნიციპალიტეტების მერებმა შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია წარადგინეს. ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხულოშია, სადაც 12 კომპენსაციის გაცემა ოჯახზე დამტკიცდა, ხელვაჩაურში - 4 ოჯახი დაკმაყოფილდება, ამდენივე ბათუმში, ხოლო ქობულეთში -2. ჯამში აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 342 ათს 665 ლარი გამოიყოფა