22, იანვარი 2020 20:49:00
კიდევ ერთი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსი გარეშე დარჩა. ბათუმში, აღამაშენებლის 34 ნომერში მცხოვრები ოთარ შოთაძე ამტკიცებს, რომ გასული წლის მაისიდან, სააგენტომ დახმარება, შეუწყვიტა. ოჯახის ორივე წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. რა არის მათი შემოსავალი? რა ასახელებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში დახმარების შეწყვეტის მიზეზად? თემაზე თეო ფურკარაძე მუშაობს, დაელოდეთ.
ბათუმში, აღმაშენებლის 34 ნომერში მცხოვრებ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი 2019 წელს მიუხსნეს. როგორც ოთარ შოთაძე გვიყვება, სააგენტომ დახმარება იმს გამო შეუწყვიტა, რომ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარდენენ, რაც ოჯახის კითხვის ნიშნებს უჩენს.
ოთარ შოთაძის თქმით, ოჯახის ორივე წევრი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ამტკიცებენ, რომ მუშაობა არ შეუძლიათ და მათი შემოსავალის წყარო მხოლოდ 300 ლარიანი პენსიაა.
სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური დახმრების შეწყვეტიის მიზეზად მაღალ სარეიტინგო ქულებს ასახელებენ.
შოთაძეების ოჯახმა დახმარება ბოლოს, 2019 წლის მაისში მიიღო.