23, იანვარი 2020 13:12:00
23 იანვარს ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ჰაცუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს დამარცხდა.
ქართველი ფალავანი ოძეკ ტაკაკეიშოს შეხვდა და კოტენაგეს ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი ტურნირზე 5:7-ზე გახდა. ტოჩინოშინს ტურნირზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი სამივე შეხვედრის მოგება მართებს.
გორგაძის მომდევნო მეტოქე ოძეკი გოეიდო იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 10:18-ზე აქვს
წყარო: sportall.ge