23, იანვარი 2020 16:14:00
გაიცანით ფოტომახეების იშვიათი ობიექტი - ფოცხვერი, რომელიც კინტრიშის დაცული ტერიტორიების ბინადარია. ცხოველს, გარდა სისწრაფისა, ახასიათებს ხეებზე კარგად ცოცვის უნარი. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ხშირად თავს ესხმის ირემს, ძროხას და ცხვარს. ფოცხვერი განსაკუთრებით აქტიურია ღამის საათებში.