23, იანვარი 2020 17:32:00
საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 481 ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სულ გასული წლის განმავლობაშ 5 ათას 839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც და 7921 დაშავდა.არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მონაცემებით, წინა წელთან შედარებით დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა 2019 წელს. 2018 წელს, ჯამში 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047.