12, მაისი 2017 17:10:00
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი მერიის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს. განცხადება დღეს ტარიელ ნაკაიძემ გააკეთა. ამ ფორმით შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ მითითებულ ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობაზე უარი არგუმენტს მოკლებულია, შემდგომ კი მშენებლობაზე ნებართვა მიიღონ. მერიის პასუხი მიუღებელია მრევლისთვისაც. აცხადებენ, რომ თვითმმართველობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან იქ, სადაც ახლა ორთა ჯამე ფუნქციონირებს, ასევე მჭიდროდ დასახლებულია, თუმცა ამით ადგილობრივებს ხელს არ უშლიან. აღნიშნავენ, რომ უკან არ დაიხევენ და მშენებლობის ნებართვას ნებისმიერ ფასად მოიპოვებენ.