23, იანვარი 2020 21:57:00
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუარესდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის სამდივნომ 2019 წლის კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს 100 -დან 56-ი ქულა აქვს მინიჭებული და ის 44-ე ადგილს იყოფს კოსტა რიკასთან ჩეხეთთან და ლატვიასთან. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორუფციის აღქმის ინდექსის ვარდნის მიუხედავად ქვეყანა კვლავ პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, თუმცა ბოლო წლებში შედეგების გაუარესება, ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.
როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობის სამდივნოს კვლევაშია ნათქვამი, საქართველოს მაჩვენებელი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს, მათ შორის სამართალდამცავ უწყებებში ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე, სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიკურ ჩარევაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგის გაუარესების მიზეზი ხელისუფლების უმოქმედობაა. სამოქალაქო სექტორში კი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუციის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
კორუფციის აღქმის ინდექსის გაუარესება არ უკვირთ ოპოზიციაში, სადაც აცხადებენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული კვლევა, ქვეყანაში არსებულ რეგრესულ მდგომარეობას სარკისებურად ასახავს.
სინქ-- სერგი კაპანაძე
კორუფციის აღქმის ინდექსი წელს 27-დედ გამოქვეყნდა. შეგახსნებთ, იგი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში, კორუფციის მხრივ არსებულ მდომარებას ასახავს.