24, იანვარი 2020 21:00:00
ინტენსიური თოვის შედეგად პრობლემები შეიქმნა მაღალმთიან აჭარაში, დღის განმავლობაში შეფერხებული იყო ავტოსატრაპორტო მოძრაობა, შეჩერებული იყო საგაკვეთილო და სააღმზრდელო პროცესი და ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი მოსახლეობა. მომდევნო სიუჟეტიდან გაიგებთ, რა მდგომარეობაა ახლა ხულოს, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტში.
ინტენსიური თოვის შედეგად ხულოში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადაააჭარბა, დაბლობში კი 90 სანტიმეტრს მიაღწია. დღის განმავლობაში ელექტროენერგია 250 აბონენტს არ მიეწოდებოდა. უამინდობის გამო ადაადგილება გართულდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის
მოსწავლეების დაბალი სწრებადობის გამო კი სწავლა 49 საჯარო სკოლიდან 10 საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეწყდა. 25 ბაღში კი სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
უამინდობამ პრობლემები შემქნა შუახევის მუნიციპალიტეტშიც. დიდთოვლობის გამო სწავლა შეწყდა მუნიციპალიტეტის 7 სკოლაში. სააღმზრდელო პროცესი 10 ბაღში შეჩერდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 100 აბონენტი. თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში 1 მეტს აღწევს, ხოლო დაბაში 50- 60 სანტიმეტრია.
დიდთოვლობას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია ქედაში. თოვლის საფარი დაბაში 15 სანტიმეტრს აღწევს, მაღალ სოფლებში კი ნახევარი მეტრია. სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა არცერთ საჯარო სკოლაში, 3 ბაღში კი ბავშვების გამოუცხადებლობის გამო სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ავტომობილებით მოძრაობა ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი.
„ენერგო პრო ჯორჯიას მონაცემებით ხულოს და ქედას- მუნიციპალიტეტებში ელექტრო ენერგიის მიწოდება სრულადაა აღგენილი.შუახევის მუნიციპალიტეტში კი ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ეთეულ აბონენტს შეზღუდვით მიეწოდება დენი.