27, იანვარი 2020 21:20:00
მოუწესრიგებელი სანაპირო ზოლი გონიოში. ადგილობრივების თქმით, დაბინძურებულ გარემოს ემატება ისიც, რომ სასეირნო ტერიტორიაზე სკამები არ არის დამონტაჟებული. არ არსებობს ზღვაზე გადასასვლელი ბილიკიც. კიდევ რა პრობლემებზე საუბრობენ აქ მცხოვრებლები და როგორ პასუხობენ მათ მოთხოვნებს ბათუმის მერიაში? ვრცლად, თეო ფუტკარაძის სიუჟეტიდან გაიგებთ.
გონიოს სანაპირო ზოლი რამდენიმე წელია მოუწესრიგებელია. აქ მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ დაბინძურებული გარემოს ისიც ემატება, რომ სასეირნო ტერიტორიაზე სკამები არ არის დამონტაჟებული. არც ნაგვისთვის ურნები დგას და ზღვაზე გადასასვლელი ბილიკიც არ არსებობს.
ადგილობრივების გვიყვებიან, რომ გონიოში უამრავი მიუსაფარი ცხოველია, რაც ტურისტებისთვის შემაწუხებელია. გარდა ამისა, სასეირნო ბილიკზე მანქანები მოძრაობენ, რის გამოც პრომინადი ზიანდება.
ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ სკამები უკვე შეიძინეს და მათი განლაგება მარტიდან დაიწყება. თვითმართველობაში ისიც თქვეს, რომ მონტაჟისთვის საჭირო 390 000 ლარიც გამოყოფილია.
რაც შეეხება ზღვიპირა ბულვარში მაწანწალა ძაღლების გადაადგილების ფაქტებს - თემაზე ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ ცხოველების მოვლა პატრონობისთვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩავარდა, რის გამოც პრობლემის მოგვარება ჯერ ვერ მოხდება.