27, იანვარი 2020 21:30:00
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში, წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძისა და ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე, ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, ხვალიდან, 45 დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები კი ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებენ.