28, იანვარი 2020 18:27:00
„ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ”- საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო საქართველო განიხილავს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ელექტრონული პირადობის მოწმობა ადამიანების კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, ისინი უარს აცხადებენ დოკუმენტით სარგებლობაზე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან იზოლირებას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პირადობის მოწმობის გაცემის წესის მომწესრიგებელი ნორმები არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებასა და რწმენის თავისუფლებას.