29, იანვარი 2020 18:55:00
ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაციისათვის ტენდერი გამოცხდდა. ამ ეტაპზე ეკლესიაში დაზიანებული ფრესკების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, შესწავლილი იქნება თუ რა სახის დაზიანებები აქვს ნაგებობას შიდა და გარე ფასადზე, გაკეთდება ხარჯთაღრიცხვაც, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ ვინ იქნება ტენდერის გამარჯვებული . შეგახსენებთ, 2017 წელს ფრესკების რესტავრირების პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ იქნა შესყიდული.