29, იანვარი 2020 19:00:00
აჭარაში მოქმედი გიდები ღვინის თემატიკაზე ტრენინგებსა და ვორქშოპებს კახეთში ესწრებიან, სადაც პრაქტიკული სემინარებისას ღვინის მარნებს სტუმრობენ და ადგილზე ეცნობიან იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს. ორეტაპიანი ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება.