30, იანვარი 2020 17:13:00
სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ნაციონალური მოძრაობის “ წევრებმა დარბაზი ხმაურით დატოვეს. ოპოზიციამ ბათუმის მერის თანამდებობრივი პასუხისგების საკითხის დაყენება მოითხოვა. მირდატ ქამადაძის შეფასებით, ლაშა კომახიძე მოვალეობას ვერ ასრულებს, რადგან მის კომპეტენციებში რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ერევა.