30, იანვარი 2020 17:42:00
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წინასაახალწლოდ კოლოსალური თანხები დახარჯა.რევაზ ხარაზის განცხადებით, ფული ხელფასებსა და ჯილდოებზე გადანაწილდა. მთავრობის ოპონენტი გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ირწმუნება, რომ მხოლოდ დეკემბერში 400 ათასი ლარი დაიხარჯა მთავრობის აპარატში. პრემიამ ცალკეულად 157 ათასი ლარი შეადგინა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი თანხები არ უნდა იხარჯებოდეს.