30, იანვარი 2020 17:55:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმსა და თბილისში მძიმე კატეგორიის დანაშაული აღკვეთეს. სულ 6 პირია დაკავებული. ორი მათგანი დედაქალაქში განზრახ მკვლელობას გეგმავდა, ხოლო 4 მათგანს ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, დამზადებას და გასაღებას ედავებიან. სუსის წარმომადგენლის ინფორმაციით, პარალელურად ქალაქ ხარკოვში დააკავეს ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ უკრაინაში დაიგეგმა თბილისში მცხოვრები საქართველოს 2 მოქალაქის განზრახ მკვლელობა. მოპოვებულია სხვადასხვა სახის მტკიცებულება, მათ შორის მკვლელობის მომზადების აუდიო და ვიდეო მასალა. მიმდინარეობს გამოძიება, სასჯელი 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.