03, თებერვალი 2020 12:13:00
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში: ტყემაკარავში, დიდვაკესა და ხინოწმინდაში მზის პანელები დამონტაჟდა. 12 ოჯახისთვის მზის პანელების მოწყობა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მხარდაჭერით განხორციელდა.
სოფლებში ბოლო 35 წლის განმავლობაში მოსახლეობას რთული რელიეფიდან გამომდინარე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. აღნიშნული დანადგარების მეშვეობით აქ მცხოვრებლები დენით , უწყვეტ რეჟიმში ისარგებლებენ. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, საერთო ჯამში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. 50-მდე ოჯახი კი თავიანთ სახლებს სეზონურად, მხოლოდ ზაფხულის პერიოდში უბრუნდება.