03, თებერვალი 2020 18:33:00
ხვალიდან ახალი კორონავირუსის დადგენა საქართველოში იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ქართულ მხარეს პარტნიორებთან ჰქონდა მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით, დიაგნოსტირიება გახდება შესაძლებელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩინეთში 243 პაციენტი სრულად განიკურნა. დღეის მონაცმებით მსოფლიოში სულ 11 ათას 374 პაციენტია დაინფიცირებული. გარდაიცვალა 259 ადამიანი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, გლობალური საგანგებო ვითარება გამოაცხადა.