05, თებერვალი 2020 17:06:00
გაერთიანებულმა ოპოზიციამ დედაქალაქში აქციები განაახლა. ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა დღეს პარლამენტთან სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ მწვანე ღობითშემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დიდი ბანერი გააკრეს წარწერით "სირცხვილი". გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს სიმბოლოა, რომ რომ ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს.ერთ-ერთ შესასვლელთან „სირცხვილის დერეფანი“ მოაწყეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა.