05, თებერვალი 2020 21:26:00
„აჭარაში არსებული სახელმწიფო უწყებები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ ან მიღებული მონაცემები, ხშირ შემთხვევაში დაუზუსტებელია“- ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ოფისში გაკეთდა. რევაზ ხარაზის თქმით, პარტიამ, მონაცემების მიწოდების მოთხოვნით, რეგიონში მოქმედ 30-მდე უწყებას მიმართა, პასუხი კი მხოლოდ 7-გან მიიღო. მისივე თქმით, ინფორმაციის მიღება ჭირს მთავრობის აპარატისგა, ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებისგან, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებისგან.ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებნ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარტიული აქტივი ყავს დასაქმებული და ინფორმაციას ამ მოტივით მალავს. ხსენებულ უწყებებში სიტყვიერად განმარტეს, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, შესაბამისი პოზიციების თანამდებობრივი სარგოს მითითებით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებშია გადაცემული.