06, თებერვალი 2020 18:42:00
სიახლეები პროფესიულ განათლებაში. მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, ახალგაზრდები რომლებსაც 9 კლასი აქვთ დამთავრებული, ზოგადი და პროფესიული განათლების მიღებას ინტეგრირებულად შეძლებენ. მსგავსი შესაძლებლობა ბოლო 15 წლის მანძილზე არ ყოფილა. ასეთი პროგრამების ხანგრძლივობა 3 წელი იქნება და კურსდამთავრებულები მიიღებენ სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ. პროგრამების განხორციელებას, 2020 წლის გაზაფხულიდან 6 კოლეჯი დაიწყებს, მათ შორის „ახალი ტალღა“.