09, თებერვალი 2020 00:32:00
ავტოსაგზაო შემთხვევას ბოლნისი-დმანისის ავტომაგისტრალზე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია კაზრეთთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, „ბეემვეს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
წყარო: ინფორუსთავი