11, თებერვალი 2020 15:07:00
სენაკშის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, BMW-ის ტიპის ავტომობილი შენობას შეეჯახა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: არქივიდან
წყარო: megatv.ge