11, თებერვალი 2020 19:01:00
ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო, გზები და ცენტრალური მაგისტრალი მოყინულია ქედაშიც, რის გამოც გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს. აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო, ქედის 15 საბავშვო ბაღიდან, სააღმზრდელო პროცესი ცხრაში არ შედგა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზებისა და შიდა უბნების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს.