11, თებერვალი 2020 19:04:00
შუახევში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრამდე აღწევს. მოყინულია გზებიც. გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტში, დილიდან, 14 ერთეული ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში არ შეფერხებულა. აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო კი, სააღმზრდელო პროცესი 6 საბავშვო ბაღში შეჩერებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი მერიაში, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.