11, თებერვალი 2020 19:14:00
ბათუმის მერიის პრესცენტრის ცნობით, შესაბამისი სამსახურები გუშინ ღამით, თოვლის საფარისაგან ქუჩებისა და ტროტუარების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. გზებზე ტექნიკური მარილიც დაიყარა. შპს "სანდასუფთავების" ინფორმაციით, ქუჩების გაწმენდით სამუშაოებში 27 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.