12, თებერვალი 2020 10:51:00
იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ტრადიციულად, ამ პრესტიჟულ ტურნირზე ქართველი მოჭიდავეები უხვად არიან წარდგენილი და პირველი მედლებიც მოიგეს.
ნუგზარ წურწუმიამ რუმინელი ტიტა 8:0 გაანადგურა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
72 კილოგრამში კი სამწუხაროდ ლევან არაბული ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.