13, თებერვალი 2020 18:16:00
,,მომავლის თაობა“ - საქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარტნიორი სკოლების მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა. წარმოადგინეს პრეზენტაციები არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, ასევე ნაადრევი ქორწინების პრევენციასა და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაციაზე. ღონისძიება საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.