17, მაისი 2017 20:06:00
ჯგუფური ძალადობა, არეულობის მოწყობა და სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12 მარტის აქციის დროს დაკავებული 7 პირის პროცესი გაიმართა. მომდევნო სასამართლო სხდომა კი 29 მაისს 15 საათზე ჩაინიშნა. სულ ბათუმში განვითარებული მოვლენების საქმეზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით 20-მდე პირია დაკავებული.