17, თებერვალი 2020 17:17:00
ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ისინი დედაქალაქში აიყვანეს. დადგინდა, რომ ბრალდებულები, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.