17, თებერვალი 2020 17:35:00
ხვალიდან 45 დღის განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, ნურეთინ ჩარმიქლის მონაკვეთიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით. მიზეზი ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია. ამ პერიოდის განმავლობაში ტრანსპორტი ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებს.