18, თებერვალი 2020 21:45:00
პარტია “თავისუფალი საქართველო” აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს. რეგიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თავისუფალ სიტყვაზე შეტევა და არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია, რადგან ეს დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ოპოზიციური პარტიის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთ-ერთი დაბალანსებული მედიასაშუალებაა, რომელმაც დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს.